WHO-მ გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა - რა გახდა მიზეზი?

15.08.24 10:13
WHO-მ გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა - რა გახდა მიზეზი?

"მაიმუნის ყვავილთან" დაკავშირებით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) გენერალური დირექტორის, ტედროს გებრეიესუსის ცნობით, გადაწყვეტილება ვირუსული ინფექციის კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გავრცელებამ განაპირობა, რამაც, სულ მცირე, 450 ადამიანი იმსხვერპლა. 

ამასთან, კონგოს გარდა, "მაიმუნის ყვავილის" შემთხვევა ბურუნდიში, კენიაში, რუანდასა და უგანდაში დაფიქსირდა.