უკრაინული არმია კურსკის ოლქში ახალ ტერიტორიებს იპყრობს - რა სიტუაციაა ფრონტის ხაზზე?

15.08.24 10:39
უკრაინული არმია კურსკის ოლქში ახალ ტერიტორიებს იპყრობს - რა სიტუაციაა ფრონტის ხაზზე?

უკრაინული არმია კურსკის ოლქში ახალ ტერიტორიებს იპყრობს - ამის შესახებ ინფორმაციას ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ავრცელებს და წერს, რომ ბოლო 48-საათში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მნიშვნელოვანი წარმატება ჰქონდათ.

სატელიტური ფოტოების ანალიზის შედეგად, მკვლევრები ასკვნიან, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამიზნე ჟურავლის დასახლებაა. ომის შემსწავლელი ინტიტუტის ინფორმაცით, არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომ უკრაინელები ქალაქ სუჯას ნაწილს აკონტროლებენ. 

ამ წუთებში კი ბრძოლები გირისა და ბელიცის მიმდებარედ არის გაჩაღებული. ექსპერტების შეფასებით, კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენები სერიოზულ გავლენას ახდენს რუსეთის თავდაცვის უნარიანობაზე.

მსგავსი სიახლეები