უკრაინის კურსკში შეჭრა ვლადიმერ პუტინის აშკარა დამცირებაა - ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მინისტრი

15.08.24 10:49
უკრაინის კურსკში შეჭრა ვლადიმერ პუტინის აშკარა დამცირებაა - ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მინისტრი

უკრაინელი სამხედროების შეჭრა რუსეთის კურსკის ოლქში ვლადიმერ პუტინის აშკარა დამცირებაა - ამის შესახებ ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, ლაურინას კაშიუნასმა განაცხადა. 

მისი თქმით, უკრაინის მიერ დაბყრობილი ტერიტორიების მაჩვენებელი შტამბეჭდავია: 

„ეს არის ვლადიმერ პუტინის აშკარა დამცირება. ეგრეთ წოდებული თავდაცვითი ხაზები, როგორც ჩანს, არც კი იყო დაპროექტებული, ისე, როგორც უნდა ყოფილიყო დაპროექტებული, მოწყობილი. ახლა მათ (უკრაინელებმა) იმდენი ტერიტორია დაიკავეს, რამდენის დაკავებაც შარშანდელი კონტრშეტევის დროს შეძლეს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს რიცხვები საკმაოდ შთამბეჭდავია“, - აღნიშნა ლიეტუვის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევითი ოპერაცია კურსკის ოლქში 6 აგვისტოს დაიწყო. ბრძოლები მიმდინარეობს კორენევსკის, სუჯანსკისა და ბელოვსკის რაიონებში.