რუსეთში ქალს, რომელმაც უკრაინულ საქველმოქმედო ფონდში 50 დოლარი გადარიცხა, 12- წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
რუსეთისა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ბალერინას, ქსენია კარელინას, რომელმაც უკრაინულ საქველმოქმედო ფონდში 51 დოლარი გადარიცხა, 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
სვერდლოვსკის რაიონული სასამართლოს განჩინებით, კარელინა სახელმწიფო ღალატში დამნაშავედ ცნეს.
რუსეთის საგამოძიებო უწყებების ცნობით, უშიშროების ძალებმა კარელინას ტელეფონში $51.8 ოდენობის გადარიცხვა იპოვეს უკრაინული ფონდის Razom for Ukraine სასარგებლოდ. ФСБ-ს განცხადებით, თანხა სავარაუდოდ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის აღჭურვილობის შესაძენად წავიდა.
გამოძიება კარელინასთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.
33 წლის ქსენია კარელინა 2024 წლის თებერვალში, ქალაქ ეკატერინბურგში დააკავეს.