უკრაინამ კურსკის ოლქის კონტროლირებად ტერიტორიაზე პირველი სამხედრო სამეთაურო ოფისი შექმნა - სირსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალის, ალექსანდრე სირსკის განცხადებით, უკრაინამ კურსკის ოლქის კონტროლირებად ტერიტორიაზე პირველი სამხედრო სამეთაურო ოფისი შექმნა.
მისი თქმით, ხელმძღვანელად გენერალ-მაიორი ედუარდ მოსკალევი დაინიშნა.
სირსკიმ ასევე განაცხადა, რომ კურსკის რაიონში შეტევის დაწყებიდან უკრაინელმა სამხედროებმა კონტროლი აიღეს 82 დასახლებაზე [1150 კვ.კმ].