ზელენსკი: უკრაინას სუჯაზე სრული კონტროლი აქვს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ უკრაინას სუჯაზე სრული კონტროლი აქვს მოპოვებული.
მეტიც, უახლესი ცნობების მიხედვით, უკრაინის თავდაცვის ძალებს ოკუპანტი ქვეყნის 82 დასახლებული პუნქტი აქვს დაკავებული, რომლის ფართობიც, დაახლოებით, 1150 კვადრატული კილომეტრია.
ამასთან, ზელენსკის ცნობით, კურსკის ოლქის ქალაქ სუჯაში უკრაინელები სამეთაურო პუნქტს აყალიბებენ.