უკრაინას შეუძლია, კანადის მიერ გადაცემული შეიარაღება რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს - თავდაცვა

16.08.24 10:08
უკრაინას შეუძლია, კანადის მიერ გადაცემული შეიარაღება რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს - თავდაცვა

კანადის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ "უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე შეუძლია, კანადის მიერ გადაცემული ტანკები და ჯავშანტექნიკა თავისუფლად გამოიყენოს".

უწყებაში იმასაც ამბობენ, რომ კანადის დახამრება იარაღით ვაჭრობის ხელშეკრულების საერთაშორისო შეთანხმების შესაბამისია, რომელიც იარაღის უკანონო გადაცემისა და ადამიანის უფლებების დარღვევის შესამცირებლად გამოიყენება. 

უკრაინელებმა ყველაზე კარგად იციან როგორ დაიცვან თავიანთი სამშობლო და ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მათ შესაძლებლობებს. კანადა არ აწესებს გეოგრაფიულ შეზღუდვებს სამხედრო აღჭურვილობის გამოყენებაზე, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ უკრაინას" - განუცხადა უწყების პრესსპიკერმა მედიას.