ტაიფუნ "ამპილის" მოახლოების გამო ტოკიოში ათასობით ადამიანია ევაკუირებული
ტაიფუნ "ამპილის" მოახლოების გამო ტოკიოში ათასობით ადამიანის ევაკუაცია მოხდა - მოსალოდნელი ტაიფუნის შედეგად, 281 შიდა და 38 საერთაშორისო ფრენა და სარკინიგზო მიმოსვლა გაუქმდა.
Reuters-ის ცნობით, ქალაქ მობარაში, დაახლოებით, 18 500 ადამიანია ევაკუირებული, ხოლო ათობით სხვა ქალაქში სპეციალური საევაკუაციო ცენტრები გაიხსნა.