თურქეთის პროვინციებში მეხანძრეები ტყის ხანძარს ებრძვიან

16.08.24 11:55
თურქეთის პროვინციებში მეხანძრეები ტყის ხანძარს ებრძვიან

თურქეთის ჩრდილო-დასავლეთის სამ პროვინციაში:  ჩანაქკალეს, ეჯაბათის რაიონში; ბოლუს პროვინციაში გოინუკის რაიონში და მანისას პროვინციაში გორდესის რაიონში, მეხანძრეები ტყის ხანძარს ებრძვიან.  

ხანძრის ქრობაში 14 თვითმფრინავი, 31 ვერტმფრენი და 265 სახმელეთო მანქანაა ჩართული, ასევე სატყეო მეურნეობის 1400 თანამშრომელი.

 ოფიციალური პირების განცხადებით, ცეცხლის ქრობის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. მათი თქმით   საცხოვრებელ უბნებს საფრთხე არ ემუქრება.

მსგავსი სიახლეები