"გამოძიების ჩატარების საფუძველი არ არსებობს" - ნავალნაიას ნავალნის გარდაცვალების დოკუმენტაცია გადაეცა

16.08.24 12:04
"გამოძიების ჩატარების საფუძველი არ არსებობს" - ნავალნაიას ნავალნის გარდაცვალების დოკუმენტაცია გადაეცა

დაღუპული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მეუღლეს, იულია ნავალნაიას მისი ქმრის გარდაცვალების შესახებ 6 თვის შემდეგ ოფიციალური დოკუმენტი გადაეცა

სამ-გვერდიან დოკუმენტში ნავალნის სიკვდილის "რეალური მიზეზებია" ახსნილი და განმარტებულია, რომ "გარდაცვალება არ იყო დანაშაულის შედეგი და, შესაბამისად, გამოძიების ჩასატარებლად არანაირი საფუძველი არ არსებობს".

ცნობისთვის, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ციმბირის ციხეში 16 თებერვალს დაიღუპა.