კურსკის ოლქში ოპერაციის პირველი საათების კადრები - "რუსებმა ჩამოკიდეს თეთრი დროშა და ჩაგვბარდნენ"
"უკრაინული ტანკების დანახვისას სასაზღვრო პუნქტის ტერიტორიაზე, რუსებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს - ჩამოკიდეს თეთრი დროშა და ჩაბარდნენ უკრაინელ ჯარისკაცებს“, - უკრაინა კურსკის ოლქში ოპერაციის პირველი საათების ვიდეოკადრებს ავრცელებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო-სადესანტო ძალების პრესსამსახური აღნიშნავს, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა გაარღვიეს თავდაცვის ხაზი, გაანადგურეს სასაზღვრო გამშვები პუნქტი და ტყვედ აიყვანეს 50-ზე მეტი რუსი.
შეგახსენებთ, უკრაინის არმიის ოპერაცია კურსკის ოლქში 6 აგვისტოს დაიწყო.