"მზადება გასაიდუმლოებული იყო" - The Times-ი კურსკის ბრძოლის დეტალებზე

16.08.24 17:10
"მზადება გასაიდუმლოებული იყო" - The Times-ი კურსკის ბრძოლის დეტალებზე

The Times, უკრაინელ სამხედროებზე დაყრდნობით, კურსკის ოლქში უკრაინელების მიერ წარმოებულ სამხედრო მოქმედებების შესახებ წერს - გამოცემა კურსკის ბრძოლის დეტალებს ასაჯაროებს და რეგიონში უკრაინის მხარის მიერ განსახორციელებელ გეგმებს აღწერს.

გამოცემა წერს, რომ უკრაინელებმა 6 აგვისტოს, დაახლოებით, 03:00 საათზე გადაკვეთეს საზღვარი და, თავდაპირველად, რუსეთის არმიის მხრიდან წინააღმდეგობა თითქმის არ შეხვედრიათ. 

The Times-ის ცნობით, უკრაინელმა მებრძოლებმა ქალაქ სუჯამდე მიღწევა ოკუპანტების წინააღმდეგობის გარეშე შეძლეს, თუმცა სიტუაცია მას შემდეგ გართულდა, როდესაც ბრძოლაში რუსული სპეცრაზმი ჩაერთო. 

ისინი უბრალოდ ბავშვები იყვნენ... როცა დაგვინახეს, მაშინვე ჩაგვბარდნენ. ბრძოლაც არ უცდიათ...

ჩვენი ამოცანა იყო ქალაქი გაევლოთ და მეთოდურად გაეწმინდათ ყველა საცხოვრებელი შენობა, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ შიგნით რუსი ჯარისკაცები არ იმალებოდნენ. მებრძოლების თქმით, წმენდის მეორე დღეს მუშაობა გაცილებით გართულდა" - წერს მედია.

ამასთან, გამოცემა წერს, რომ უკრაინელი ჯარისკაცების კურსკის ოლქში გაგზავნამდე ერთი თვით ადრე, მებრძოლების ნაწილმა ინგლისში, ბრიტანელებთან ერთად რამდენიმედღიანი წვრთნა გაიარეს.

თავდასხმისთვის მზადება საიდუმლოებით იყო მოცული. ამან არა მხოლოდ გააკვირვა რუსეთი, არამედ შოკი იყო კიევში, თავდაცვის სამინისტროს ზოგიერთი მაღალჩინოსნისთვისაც" -  წერს The Times.