პუტინი 18-19 აგვისტოს სახელმწიფო ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა

16.08.24 18:33
პუტინი 18-19 აგვისტოს სახელმწიფო ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 18-19 აგვისტოს სახელმწიფო ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა.

კრემლის ინფორმაციით, ვიზიტის დასასრულს იგეგმება სახელმწიფო მეთაურების მიერ სახელმწიფოთაშორისი დოკუმენტების ხელმოწერა.

მოლაპარაკებების დროს განიხილება რუსეთ-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირეობის ურთიერთობების შემდგომი განვითარების საკითხები, ასევე მიმდინარე საერთაშორისო და რეგიონალური პრობლემები“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.