პაკისტანში “მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

“მაიმუნის ყვავილის“ (Mpox ) პირველი შემთხვევა პაკისტანში - Reuters-ის ცნობით, ვირუსი დაუდასტურდა პაციენტს, რომელიც პაკისტანში სპარსეთის ყურის ერთ-ერთი ქვეყნიდან დაბრუნდა.
პაკისტანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ვირუსის შტამი დაუდგენელია.
ვირუსი, ძირითადად, აფრიკის კონტინენტზე, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაშია გავრცელებული, თუმცა ახალი შტამის პირველი შემთხვევა გუშინ შვედეთშიც დაფიქსირდა.