უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში ხიდი ააფეთქეს - ბოლო ცნობები ფრონტის ხაზიდან
ბოლო ცნობები ფრონტის ხაზიდან. რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ უკრიანის შეირაღებულმა ძალება ააფეთქეს ხიდი კურკის ოლქში, მდინარე სეიმზე. ამ აფეთქების პირველი ფოტოები უკვე ვრცელდება სოციალურ ქსელში. გავრცელებული ინფორმაციით, ხიდის ასაფეთქებლად უკრაინამ ჰაიმარსის რაკეტები გამოიყენა. იერიში ხიდზე ორჯერ მიიტანეს. მეორე იერიშის შედეგად ხიდი ჩაინგრა, 27 დასახლება კი გარესმოყაროს მოწყდა. ამ ხიდს რუსეთი შეირაღებული ძალების მომარაგებისთვის იყენებდა.
სუჯაზე უკრაინული დროშა ფრიალებს. რუსული ქალაქი უკვე მთლიანად კიევის კონტროლის ქვეშ არის. უკრაინა კურსკის ოლქში სამხედრო სამეთაურო პუნქტს ხსნის. ანუ რუსეთთან ომს კიევი რუსეთის ტერიტორიიდან უხელმძღვანელებს. 82 დასახლებული პუნქტიდან რუსული სიმბოლიკა გამქრალია და მხოლოდ უკრაინული დროშები ფრიალებს. ახლა რუს დიქტატორს სხვა არჩევანი არა აქვს, გარდა იმისა, რომ უკრაინის ტერიტორიიდან საჯარისო შენაერთები მოხსნას და კურსკის დასაცავად გადაისროლოს.