ბლინკენი ისრაელში ჩადის
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დღეს ისრაელში გაემგზავრება, რათა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მისაღწევად დიპლომატიური ძალისხმევა გააგრძელოს.
ბლინკენი ხაზს გაუსვამს აუცილებლობას, რომ რეგიონის ყველა მხარემ თავი აარიდოს ესკალაციას ან სხვა ქმედებებს, რამაც შეიძლება შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას ძირი გამოუთხაროს.
ცნობისთვის, გუშინ, აშშ-მა, კატარმა და ეგვიპტემ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ მათ ისრაელსა და „ჰამასს“ ე.წ. დამაკავშირებელი წინადადება წარუდგინეს, რათა „დარჩენილი განსხვავებები კიდევ უფრო შემცირდეს, რომ შეთანხმების სწრაფი განხორციელება მოხდეს“.