კურსკის ოლქში ლენინის ძეგლი ჩამოაგდეს - სუჯას რამდენიმე დღეა უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ

17.08.24 11:37
კურსკის ოლქში ლენინის ძეგლი ჩამოაგდეს - სუჯას რამდენიმე დღეა უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ

კურსკის ოლქში ლენინის ძეგლი ჩამოაგდეს. ტელეგრამ არხები ავრცელებენ კადრებს სუჯადან, სადაც ჩანს, რომ ქალაქში რომელსაც რამდენიმე დღეა უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ მხოლოდ კვარცხლბეკია დარჩენილი.

ძეგლის გარეშე დარჩენილი კვარცხლბეკის ფოტო სოციალურ ქსელში თავდაპირველად  უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა დარია ზარივ - ნაიამ გამოაქვეყნა. უკრაინის შეიარაღებული ძალები განაგრძოს წინსვლას კურსკის ოლქში. რუსული მედიაც ადასტურებს, რომ  უკრაინელებმა რუსი ჯარისკაცები დაატყვევეს. რამდენ სამხედროზეა ლაპარაკი უცნობია, თუმცა 
როგორც მედია წერს, ტყვეებს შორის არიან წვევამდელებიც.