უკრაინამ კურსკის ოლქში მდებარე ხიდი დასავლური რაკეტებით დაბომბა - მარია ზახაროვა
უკრაინის მიერ კურსკის ოლქში ხიდის აფეთქებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა ეხმაურება.
ზახაროვა მომხდარით აღშფოთებულია და ამბობს, რომ სარაკეტო დარტყმის შედეგად, მოხალისეები დაიღუპნენ, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ცდილობდნენ.
„პირველად, კურსკის ოლქს ცეცხლი დასავლური წარმოების სარაკეტო გამშვები დანადგარების, სავარაუდოდ, ამერიკული HIMARS-ებით გაუხსნეს. თავდასხმის შედეგად, გლუშკოვოს რაიონში, მდინარე სეიმის ხიდი მთლიანად განადგურდა და მოხალისეები, რომლებიც ევაკუირებულ მშვიდობიან მოსახლეობას ეხმარებოდნენ, დაიღუპნენ“, - განაცხადა ზახაროვამ