კურსკზე იერიში ყურადღების გასაფანტი მანევრია, მეორე დარტყმას ყირიმის მიმართულებით უნდა ველოდოთ - გირკინი

17.08.24 15:04
კურსკზე იერიში ყურადღების გასაფანტი მანევრია, მეორე დარტყმას ყირიმის მიმართულებით უნდა ველოდოთ - გირკინი

კურსკზე იერიში ყურადღების გადასატანია, უნდა ველოდოთ მეორე დარტყმას, ყირიმისკენ - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი რუსი ულტრანაციონალისტსა და თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ყოფილ ე.წ. თავდაცვის მინისტრის, იგორ გირკინის წერილშია ნათქვამი.

ფრონტზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშრებით: ყურადღებით ვადევნებ თვალს. ვთვლი, რომ კურსკზე უკრაინელების დარტყმები ყურადღების გადასატანადაა. უნდა ველოდოთ მეორეს -  დარტყმას, რომელშიც ისინი საფუძვლიანად გააქტიურებენ საკუთარ დარჩენილ რეზერვებსა და ავიაციას (F-16-ებს). დიდი ალბათობით, ყირიმის მიმართულებით". – წერს გირკინი.

 ცნობისთვის, იგორ გირკინი 2023 წლის 21 ივლისს ექსტრემიზმისკენ მოწოდების ბრალდებით დააკავეს. 

მსგავსი სიახლეები