ხანძარი საბერძნეთში - ათენში სახლები იწვის

04.08.21 10:35
ხანძარი საბერძნეთში - ათენში სახლები იწვის

საბერძნეთში ხანძარმა საცხოვრებელ სახელბამდე მიაღწია. ათენის ჩრდილოეთში  სახლები იწვის. 

მედიის ინფორმაციით, ათასობით ადამიანმა დატოვა სახლები ათენის ჩრდილოეთით.ცეცხლმა ათენის თავზე კვამლის უზარმაზარი ღრუბელი შექმნა. დაშავებულები სუნთქვის პრობლემებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხანძარი საბერძნეთში, ათენის გარდა,  სხვადასხვა მხარეში მძვინვარებს. ოფიციალური ინფორმაციით, ტყის ხანძრები ტემპერატურის მკვეთრმა მატებამ გამოიწვია. 

რთული დღეა საბერძნეთისთვის, ჩვენ 81 ტყის ხანძარი გვქონდა გასული 24 საათის განმავლობაში ამინდის გამო" - აცხადებს სამოქალაქო დაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოს ჰარდალიასი Reuters-თან. 

ხანძარი საბერძნეთში უკვე 1 კვირაა მძვინვარებს. საბერძნეთის ზოგიერთ რაიონში ტემპერატურა 46 გრადუსი ცელსიუსი დაფიქსირდა.