ზელენსკი: "კურსკის ოლქში ჩვენი ოპერაცია გრძელდება სწორედ ისე, როგორც გვქონდა გათვლილი''

18.08.24 09:55
ზელენსკი: "კურსკის ოლქში ჩვენი ოპერაცია გრძელდება სწორედ ისე, როგორც გვქონდა გათვლილი''

კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია გრძელდება - პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უკრაინელების პოზიციები უფრო და უფრო ძლიერდება. 

დღეს გენერალმა სირსკიმ ანგარიში წარმიდგინა კურსკის ოლქში ჩვენი მოძრაობის გაგრძელების შესახებ. ოპერაცია გრძელდება სწორედ ისე, როგორც ჩვენ გვქონდა გათვლილი. უკრაინელების სიმამაცე დიდ საქმეებს აკეთებს.

ჩვენი ძალების პლაცდარმი უფრო ძლიერდება. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მეომარს, რომელიც ამას უზრუნველყოფს: ყველა სამხედროს, სერჟანტს და მეთაურს“ – განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, რუსეთის კურსკისა და ბელგოროდის ოლქებზეუკრაინა 6 აგვისტოდან შეტევას ახორციელებს. მეტიც, კურსკის ოლქში უკრაინელები უკვე ასეულობით დასახლებას აკონტროლებენ.