ალენ დელონი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა
ფრანგი მსახიობი ალენ დელონი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული პრესა, "Le monde" ავრცელებს.
ალენ დელონი ფრანგი მსახიობი, პროდიუსერი, რეჟისორი და სცენარისტია, რომელიც მეოცე საუკუნის კულტურისა და კინემატოგრაფიის ვარსკვლავად არის აღიარებული.