ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო წვრთნები დაიწყო - აგზავნის თუ არა დე ფაქტო რეჟიმი ჯარისკაცებს უკრაინაში?
ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო წვრთნები დაიწყო - დე
ფაქტო რეჟიმი ჯარისკაცებს, სავარაუდოდ, უკრაინაში გასაგზავნად ამზადებს.მებრძოლებს სტრატეგიული სიმაღლეების დაკავებასა და მტრის პოზიციებზე სწრაფ შეტევას ასწავლიან. კურსკის ოლქში დაწყებული საომარი მოქმედებების გამო,
რუსი დიქტატორი იძულებულია, უკრაინიდან სამხედროები საშობლოში დააბრუნოს.კრიტიკული აუცილებლობის შემთხვევაში, არ გამოვრიცხავ იმას, რომ ის ადამიანები, რომლებიც წვრთნებში იღებენ მონაწილეობას, კრემლის მოთხოვნით იმ საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთოს, რაც ვითარდება კურსკის ოლქში, ან იმ მოქმედებებში, რასაც ოკუპანტი ქვეყანა უკრაინის ტერიტორიაზე ავითარებს", - ამბობს ექსპერტი.