კურსკის ოლქში უკრაინელების წინსვლა გრძელდება - უახლესი ცნობები ფრონტის ხაზიდან
კურსკის ოლქში უკრაინელების წინსვლა გრძელდება - გლუშკოვსკის რაიონის სოფელ ზვანნოეში უკრაინელმა სამხედროებმა მდინარე სეიმზე არსებული კიდევ ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის ხიდი გაანადგურეს.
გარდა კურსკის ოლქისა, უკრაინის საჰაერო ძალები ბელგოროდსაც უტევენ, სადაც ამ წუთებში ბალისტიკური რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების მოსალოდნელი შეტევის გამო, საჰაერო განგაშია გამოცხადებული.
ამასთან, უკრაინელმა ჯარისკაცებმა როსტოვში რუსული ნავთობის ბაზა ააფეთქეს. ზარალი ამ დრომდე არ არის დათვლილი, რადგან სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციას ახორციელებენ.
ცნობისთვის, რუსეთის კურსკისა და ბელგოროდის ოლქებზეუკრაინა 6 აგვისტოდან შეტევას ახორციელებს. მეტიც, კურსკის ოლქში უკრაინელები უკვე ასეულობით დასახლებას აკონტროლებენ.