კამალა ჰარისის უპირატესობა ისაა, რომ ლამაზი ქალია, თუმცა მე უკეთ გამოვიყურები - ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის დემოკრატების კანდიდატ კამალა ჰარისზე უკეთ გამოიყურება.
ტრამპის თქმით, "კამალა ჰარისმა ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო კანდიდატურა მოპარა, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტი გაბრაზებულია და ჰარისი სძულს".
არასოდეს უწოდო ქალს ლამაზი, რადგან ეს შენი პოლიტიკური კარიერის დასასრული იქნება... ამბობენ, კამალა ჰარისის ყველაზე დიდი უპირატესობა ის არის, რომ ლამაზი ქალია. ამაზე არასდროს მიფიქრია. მე მასზე უკეთ გამოვიყურები.
გუშინ კამალამ თავისი ე.წ. ეკონომიკური გეგმა წარადგინა. ის ამბობს, რომ პირველივე დღიდან საკვებისა და საცხოვრებლის ღირებულებას შეამცირებს, თუმცა მისი პირველი დღე სამწელიწად ნახევრის წინ იყო", - განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ, ილონ მასკთან ინტერვიუში კამალა ჰარისზე თქვა, რომ ჰარისის ყველაზე დიდი ღირსება მისი, როგორც "ლამაზი ქალის" სტატუსია.