ისრაელის თავდაცვის ძალებმა "ჰამასის" მაღალი რანგის 2 მებრძოლი მოკლეს - Reuters

18.08.24 14:34
ისრაელის თავდაცვის ძალებმა "ჰამასის" მაღალი რანგის 2 მებრძოლი მოკლეს - Reuters

ისრაელის თავდაცვის ძალებმა იორდანეს დასავლეთ ნაპირზე საჰაერო დარტყმის შედეგად  "ჰამასის" მაღალი რანგის 2 მებრძოლი მოკლეს - ამის შესახებ "Reuters" იტყობინება

გამოცემის ცნობით, ჰმედ აბუ არა და რაფეტ დავასი, რომლებიც "ჰამასის" სამხედრო ფრთის, ალ-კასამის ბრიგადის წევრები იყვნენ, საჰაერო იერიშის დროს ავტომობილში იმყოფებოდნენ. 

ისრაელის მხარე აცხადებს, რომ გასულ კვირას ორივე მებრძოლი თავდასხმის ორგანიზებაში მონაწილეობდა, რის შედეგადაც ისრაელის მოქალაქე, იონატან დოიჩი დაიღუპა.

მსგავსი სიახლეები