ბელარუსმა უკრაინის საზღვრის გასწვრივ 120 ათასი ჯარისკაცი განალაგა - მედია

18.08.24 14:43
ბელარუსმა უკრაინის საზღვრის გასწვრივ 120 ათასი ჯარისკაცი განალაგა - მედია

რუსული მედიის, "რია ნოვოსტის" ცნობით, ოფიციალურმა მინსკმა კურსკის ოლქში უკრაინელების სამხედრო მოქმედებებზე საპასუხო ზომები მიიღო და ბელარუსმა უკრაინის საზღვრის გასწვრივ 120 ათასი ჯარისკაცი და სამხედრო ნაწილები განათავსა.

რუსული პრესა იტყობინება, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს გადაწყვეტილებით, მინსკი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, ბელორუსის ტერიტორიაზე განლაგებული ტაქტიკური ბირთვული იარაღით უკრაინის მიმართულებით დარტყმები განახორციელოს. 

ამასთან, ლუკაშენკო ირწმუნება, რომ უკრაინული თვითმფრინავები ბელორუსის სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვრებს მუდმივად არღვევენ.

ცნობისთვის, რუსეთის კურსკისა და ბელგოროდის ოლქებზეუკრაინა 6 აგვისტოდან შეტევას ახორციელებს. მეტიც, კურსკის ოლქში უკრაინელები უკვე ასეულობით დასახლებას აკონტროლებენ. 

მსგავსი სიახლეები