პუტინი და ალიევი აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების მოგვარების საკითხს განიხილავენ - მედია
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობა იქნება.
რუსული მედია "რია ნოვოსტის" ცნობით, ორ-დღიანი შეხვედრის ფარგლებში, პრეზიდენტები ზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების დარეგულირების თემაზე მოსაზრებებს გაცვლიან.
ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინი აზერბაიჯანს სახელმწიფო ვიზიტით 18-19 აგვისტოს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, ვლადიმერ პუტინი აზერბაიჯანელ კოლეგას ბაქოში შეხვდება, სადაც სახელმწიფოს მეთაურები მოსკოვსა და ბაქოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების სამომავლო განვითარებას, სტრატეგიულ პარტნიორობასა და ყველაზე აქტუალურ საერთაშორისო და რეგიონულ პრობლემებს განიხილავენ.