ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა - ამერიკელი პოლიტიკოსი ოფიციალური ვიზიტით ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტისა და ღაზის სექტორში მძევლების გათავისუფლების შეთანხმების მიღწევას შეეცდება.
19 აგვისტოს ბლინკენი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება.