"ჰამასმა" ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადება უარყო

19.08.24 10:11
"ჰამასმა" ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადება უარყო

"ჰამასმა" ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არაპირდაპირი მოლაპარაკებების წინადადება უარყო - ტერორისტულმა ორგანიზაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლითაც "ჰამასი" ისრაელის პრემიერს მოლაპარაკებებში ახალი დაბრკოლებების შემოტანაში ადანაშაულებს.

"ჰამასის" განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელის მხრიდან ახალი მოთხოვნების წამოყენება კატეგორიულად მიუღებელია. 

მას შემდეგ, რაც გავიგეთ შუამავლებისგან, რაც განიხილებოდა დოჰაში მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე, ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ნეთანიაჰუ შეთანხმების გზაზე დაბრკოლებების შექმნას აგრძელებს", - წერია ჰამასის განცხადებაში.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა - ამერიკელი პოლიტიკოსი ოფიციალური ვიზიტით ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტისა და ღაზის სექტორში მძევლების გათავისუფლების შეთანხმების მიღწევას შეეცდება.