პუტინი ბაქოშია - რუსეთის პრეზიდენტმა ალიევთან არაოფიციალური შეხვედრა უკვე გამართა

19.08.24 10:18
პუტინი ბაქოშია - რუსეთის პრეზიდენტმა ალიევთან არაოფიციალური შეხვედრა უკვე გამართა

ჰააგის სასამართლოს მიერ ომის დამნაშავედ გამოცხადებული რუსეთის პრეზიდენტი ბაქოშია - პუტინმა არაოფიციალური შეხვედრა ილჰამ ალიევთან უკვე გამართა. რუს დიქტატორს ალიევმა პრეზიდენტის ოფიციალურ რეზიდენციაში უმასპინძლა.

დღეს რუსეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტები საერთაშორისო და რეგიონულ პრობლემებზე ისაუბრებენ, მათ შორის, აზერბაიჯანი-სომხეთის კონფლიქტის მოგვარების გზებზე. ამასთან, დაგეგმილია ორმხრივი სამთავრობო შეთანხმებების გაფორმებაც.