შესაძლოა, უკანასკნელი შანსი იყოს მძევლების შინ დასაბრუნებლად და ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად - ბლინკენი

19.08.24 10:23
შესაძლოა, უკანასკნელი შანსი იყოს მძევლების შინ დასაბრუნებლად და ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად - ბლინკენი

"ჰამასსა" და ისრაელს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები არის გადამწყვეტი მომენტი - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელის პრეზიდენტთან, ისააკ ჰერცოგთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

ამერიკელი პოლიტიკოსის თქმით, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებები შესაძლოა, უკანასკნელი შანსი იყოს ომის დასრულებისა და მძევლების გაცვლის შესახებ შეთანხმების მისაღწევად. 

ეს არის გადამწყვეტი მომენტი - ალბათ, საუკეთესო, შესაძლოა უკანასკნელი შესაძლებლობა მძევლების შინ დასაბრუნებლად, ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად და იმისთვის, რომ ყველა დაადგეს მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ საუკეთესო გზას“, - განაცხადა ბლინკენმა ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან შეხვედრაზე.