"ხალხს აუპატიურებენ" - კადიროვის დაჯგუფება კურსის მაცხოვრებლებზე სექსუალურ ძალადობაშია მხილებული

19.08.24 12:04
"ხალხს აუპატიურებენ" - კადიროვის დაჯგუფება კურსის მაცხოვრებლებზე სექსუალურ ძალადობაშია მხილებული

კადიროვის დაჯგუფება კურსის მაცხოვრებლებზე სექსუალურ ძალადობაშია მხილებული - უკრიანული მედია ავრცელებს ერთ-ერთი ადგილობრივის ჩანაწერს, რომელიც ყვება, რომ რუსების დასაცავად რეგიონში შეყვანილი კადიროვის დაჯგუფების წევრებმა 15 წლის გოგო გააუპატიურეს.

ამასთან, ვრცელდება სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, სადაც ჩანს, თუ როგორ ძარცვავენ კადიროველები მაღაზიებს, აზიანებენ ინვენტარებს და იპარავენ ნივთებს. 

წვერიანი ხალხი იყო, სავარაუდოდ, კადიროველები. ისინი აქ ხალხს აუპატიურებდნენ. სოფელ კორნევოში, გოგო სკოლიდან მოდიოდა, გამოიქცნენ ორნი და ეუბნებოდნენ, აი აიღე ფული და მოდიო. 15 წლის ბავშვი იყო", - ამბობს თვითმხილველი.

 

ცნობისთვის, რუსეთის კურსკისა და ბელგოროდის ოლქებზე უკრაინა 6 აგვისტოდან შეტევას ახორციელებს. მეტიც, კურსკის ოლქში უკრაინელები უკვე ასეულობით დასახლებას აკონტროლებენ. 

მსგავსი სიახლეები