ბაქოში ილჰამ ალიევისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მიმდინარეობს

19.08.24 14:43
ბაქოში ილჰამ ალიევისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მიმდინარეობს

ბაქოში,  აზერბაიჯანის პრეზიდენტის რეზიდენციაში რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა  მიმდინარეობს, - ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.  

პუტინმა აზერბაიჯანელ  კოლეგას ბაქოში მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ  "რუსეთი მზად არის მონაწილეობა მიიღოს ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაში იმ დოზით, როგორც ამას ორივე მხარე მოითხოვს".

მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობით. მოკავშირეთა თანამშრომლობის შესახებ დეკლარაცია, რომელსაც ხელი მოვაწერეთ 2022 წლის თებერვალში, წარმატებით ხორციელდება და როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ სფეროში ვხედავთ ძალიან პოზიტიურ დინამიკას და კარგ ციფრებს“ - აღნიშნა ალიევმა.

პუტინის თქმით, ის სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან მოლაპარაკების შედეგებს განიხილავს.

"რუსეთი მზად არის მონაწილეობა მიიღოს ბაქოსა და ერევანს შორის მოგვარების საქმეში ისე, როგორც ამას ორივე მხარე მოითხოვს. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ მე დავუკავშირდები პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს და მოვუყევი ჩვენი მოლაპარაკების შედეგებს. მოხარული ვიქნები თუ შემიძლია  გავაკეთო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციისა და მშვიდობისთვის“, - განაცხადა პუტინმა.

პუტინი ბაქოში ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით გუშინ ჩავიდა. 

მსგავსი სიახლეები