რუსეთი მზადაა, ხელი შეუწყოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას- პუტინი
რუსეთმა დაადასტურა მზადყოფნა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას ხელი შეუწყოს.
როგორც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რუსეთი მხარს დაუჭერს სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას, 2020- 2022 წლების შეთანხმებების საფუძველზე.
ჩვენ განვიხილეთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობა. ხაზს ვუსვამ, რომ რუსეთი კვლავაც ყოველმხრივ შეუწყობს ხელს აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების ნორმალიზებას, სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების, ასევე სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიერ 2020-2022 წლებში მიღწეული ცნობილი სამმხრივი შეთანხმებების საფუძველზე“,- განაცხადა პუტინმა.
ვლადიმერ პუტინის ბაქოში ვიზიტის დროს, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ხელი ექვს დოკუმენტს - სამ შეთანხმებასა და სამ მემორანდუმს მოაწერეს.
ხელმოწერილი დოკუმენტები სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის, სურსათის უვნებლობის, ჯანდაცვის, სამედიცინო განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს.