ინდოეთის პრემიერ მინისტრი უკრაინას ეწვევა

19.08.24 18:54
ინდოეთის პრემიერ მინისტრი უკრაინას ეწვევა

ინდოეთის პრემიერმინისტრი, ნარენდრა მოდი უკრაინას ეწვევა. ვიზიტის დეტალები, ჯერჯერობით, დაზუსტებული არ არის, თუმცა, მოდი უკრაინაში, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში ჩავა.

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პრემიერმინისტრი უკრაინასთან ერთად პოლონეთსაც ეწვევა.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, მთავარი განსახილველი თემა რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომი იქნება.

ცნობისთვის, 8-9 ივლისს მოდი მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა.