“უკრაინას დანიური იარაღის გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე შეუძლია“ - დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

19.08.24 19:24
“უკრაინას დანიური იარაღის გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე შეუძლია“ - დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლარს ლოკე რასმუსენის განცხადებით, უკრაინას დანიური იარაღის გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში შეუძლია და ეს ომის წესებს არ ეწინააღმდეგება.

თავდაცვა შეიძლება მოიცავდეს აგრესორის ტერიტორიაზე შესვლას. თავდასხმა აგრესორის ინფრასტრუქტურაზე ან სამხედრო ობიექტებზე თუ ხდება, ეს სრულად შეესაბამება ომის წესებს. არ შეგიძლიათ დააწესოთ საზღვარი, რომ იარაღის გამოყენება მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზეა შესაძლებელი. ეს არის თავდაცვითი ოპერაცია“, - აღნიშნა რასმუსენმა.

რასმუსენის თქმით, კურსკის ოლქში ბოლო საბრძოლო მოქმედებების მიუხედავად, უკრაინისადმი დანიის მხარდაჭერა უცვლელი რჩება