რუსებმა კიევს დრონებით და რაკეტებით შეუტიეს
უკრაინული მედიის ინფორმაციით, 20 აგვისტოს ღამეს, რუსებმა კიევს დრონებით და რაკეტებით შეუტიეს, უკრაინელებმა ყველა საჰაერო სამიზნე გაანადგურეს.
„მტერი კვლავ ურტყამს კიევს. სარაკეტო და დრონებით ტერორი არ წყდება! ღამით ოკუპანტებმა დედაქალაქს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს (დრონები საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა). დღეს დილით კი ფრთოსანი რაკეტების საფრთხის გამო საჰაერო განგაში გამოცხადდა“, - აღნიშნულია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი პოპკოს განცხადებაში.
მისი თქმით, ოკუპანტებმა უკრაინის დედაქალაქს ჩრდილოეთის მიმართულებიდან, სავარაუდოდ, „ისკანდერის“ ფრთოსანი რაკეტებით შეუტიეს.