რუსეთის ე.წ. წითელი ხაზების ყველა ცნება ამ დღეებში სადღაც სუჯას მახლობლად დაინგრა - ზელენსკი
რუსეთში 100-მდე დასახლებას უკრაინელები აკონტროლებენ. ზელენსკის არმია სულ უფრო წინ მიიწევს. უკრაინის პრეზიდენტი ადასტურებს, რომ ამ მომენტისთვის პუტინის სამშობლოში 1250 კვადრატულ კილომეტრზე უკრაინელი სამხედროები დგანან და რუს ჯარისკაცებს ახლოსაც კი არ უშვებენ.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით,უკრაინამ არ გააფრთხილა მსოფლიო კურსკის ოლქში შეტევის შესახებ, რადგან ეს, შესაძლოა, არარეალურად ჩანდა .
რამდენიმე თვის წინ, რომ გაეგოთ ჩვენ ვგეგმავდით ოპერაციას, კურსკის ოლქში ოპერაციის მსგავსს, ბევრი ადამიანი იტყოდა, რომ ეს არარეალური იყო და ყველაზე წითელ ხაზს კვეთდა იმ წითელ ხაზებს შორის, რომელიც რუსეთს აქვს. რუსეთის ე.წ. წითელი ხაზების ყველა ცნება ამ დღეებში სადღაც სუჯას მახლობლად დაინგრა. ჩვენი ძალები მტრის 1250 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ტერიტორიასა და 92 დასახლებას აკონტროლებენ", - განაცხადა ზელენსკიმ
ამ ფონზე, ირკვევაა რომ პუტინის მთავარი მოკავშირეეეე ბელორუსის პრეზიდენტი მოქმედებაზე გადავიდა. "ასოშიეთიდ პრესი" იტყობინება, რომ ლუკაშენკოს ბრძანებით უკრაინის საზღვართან საჰაერო თავდაცვის ნაწილები განათავსა, ეს მას შემდეგ რაც თავდაპირველად თქვა, რომ საზღვარზე საკუთარიი ჯარის მესამედი ყავდა მობილიზებული.