კაცი, რომელიც უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შენობაში აფეთქებით იმუქრებოდა, დააკავეს

04.08.21 13:26
კაცი, რომელიც უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შენობაში აფეთქებით იმუქრებოდა, დააკავეს

კაცი, რომელიც უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შენობაში საბრძოლო ხელყუმბარით  შეიჭრა და  აფეთქებით იმუქრებოდა, სამართალდამცავებმა დააკავეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაკავებული 1978 წელს დაბადებული ვლადიმერ პროხნიჩია, რომელიც ყოფილი გამნაღმველია. ის დონბასის ანტიტერორისტული ოპერაციის მონაწილეა.