ამერიკა მზადაა უკეთესი ისტორიისთვის და პრეზიდენტ კამალა ჰარისისთვის - ობამა

21.08.24 10:49
ამერიკა მზადაა უკეთესი ისტორიისთვის და პრეზიდენტ კამალა ჰარისისთვის - ობამა

"ამერიკა მზად არის კამალა ჰარისისთვის" - ამის შესახებ ბარაკ ობამამ განაცხადა. შტატების ყოფილი პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ამერიკის მოქალაქეებმა არჩევანი სტაბილურობასა და ტრაბახს შორის უნდა გააკეთონ.

დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას ობამამ ჰარისს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ჰარისი მზად არის, გახდეს პირველი ქალი პრეზიდენტი.

დაძაბული რბოლა იქნება დაყოფილ ქვეყანაში. ქვეყანაში, სადაც ძალიან ბევრ ამერიკელს არ სჯერა, რომ მთავრობას შეუძლია დაეხმაროს. ადამიანები, რომლებიც წყვეტენ ამ არჩევნების ბედს, სვამენ ძალიან მარტივ კითხვას, ვინ იბრძოლებს ჩემთვის? ვინ იფიქრებს ჩემს მომავალზე? ჩემი შვილების მომავალზე? ერთი რამ ცხადია: დონალდ ტრამპი არ იტეხს ძილს ამ კითხვაზე. ჩვენი ამოცანაა დავარწმუნოთ ხალხი, რომ დემოკრატიას შეუძლია რეალურად მიაღწიოს წარმატებას. კამალას ესმის ეს“, - აღნიშნა ობამამ.

მსგავსი სიახლეები