200-ზე მეტი ქართველი სტუდენტი რუსეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში სასწავლებლად გაემგზავრება - TASS

21.08.24 12:16
200-ზე მეტი ქართველი სტუდენტი რუსეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში სასწავლებლად გაემგზავრება - TASS

რუსული სამთავრობო მედია "TASS" საქართველოში შვეიცარიის საელჩოში მოქმედ რუსეთის ინტერესების სექციაზე დაყრდნობით წერს, რომ სექტემბერში რუსეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში სასწავლებლად საქართველოდან 200 სტუდენტი გაემგზავრება.

რუსული პროპაგანდისტული გამოცემის ცნობით, შერჩეულმა კანდიდატებმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მოწვევა უკვე მიიღეს და ბოლო ეტაპი, სავიზო პროცედურების გავლაღა დარჩათ.

გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექცია ხაზს უსვამს, რომ "რუსეთში უფასო განათლებას მომდენვო ნაკადი სექტემბრიდან მიიღებს".

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ პროგრამაში მონაწილეობას 450-ზე მეტი რუსული უნივერსიტეტი იღებს, მსურველებს სწავლა რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტიდან დაუფინანსდებათ და პროექტი სტიპენდიასაც ითვალისწინებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე განთავსებული გზამკვლევის მიხედვით, აბიტურიენტებს არ მოეთხოვებათ მისაღები გამოცდების ჩაბარება, უზრუნველყოფილები იქნებიან საერთო საცხოვრებლით.

მსგავსი სიახლეები