ვიდრე მტერი სრულად არ დამარცხდება, კიევთან მოლაპარაკებები არ იქნება- მედვედევი
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, კურსკის ოლქზე უკრაინის თავდასხმის შემდეგ, რუსეთის ფედერაცია კიევთან მოლაპარაკებებს მანამდე არ აწარმოებს, ვიდრე მტერი სრულად არ დამარცხდება.
მას შემდეგ, რაც ნეონაცისტებმა კურსკის ოლქში ტერორისტული აქტი ჩაიდინეს, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. არაუფლებამოსილი შუამავლების უსარგებლო საუბარი მშვენიერი სამყაროს თემაზე შეწყდა. ახლა ყველას ყველაფერი ესმის, თუნდაც ხმამაღლა არ თქვან. მათ ესმით, რომ მოლაპარაკებები არ იქნება, ვიდრე მტერი სრულად არ დამარცხდება“, - წერს მედვედევი Telegram-ზე.