"გვესმის მტრის ნაბიჯები დონეცკის ოლქში და ვძლიერდებით" - ზელენსკი

22.08.24 10:02
"გვესმის მტრის ნაბიჯები დონეცკის ოლქში და ვძლიერდებით" - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კურსკის ოლქში უკრაინა პოზიციებს აძლიერებს - "გვესმის მტრის ნაბიჯები დონეცკის ოლქში და ვძლიერდებით".

ზელენსკი საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, რომ უკრაინისთვის ტყვია-წამლითა თუ სამხედრო ჯავშანტექნიკით მომარაგება უზრუნველყონ.

გვესმის მტრის ნაბიჯები დონეცკის ოლქში და ვძლიერდებით. ტყვია-წამლით მომარაგება შევამოწმეთ... ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა ვალდებულებები მართლა შეასრულონ. ყველა პაკეტით და ყველა შეთანხმებით... კურსკის ოლქში ჩვენი ოპერაცია გრძელდება. [მიმდინარეობს] საბრძოლო მუშაობა, ვდგამთ ნაბიჯებს. ვაკონტროლებთ გარკვეულ რაიონებს. მადლობა ყველა ჩვენს ჯარისკაცს, ყველა ქვედანაყოფს [ტყვეების] გაცვლის ფონდის შევსებისთვის", - ამბობს ზელენსკი.

ცნობისთვის, რუსეთის კურსკისა და ბელგოროდის ოლქებზე უკრაინა 6 აგვისტოდან შეტევას ახორციელებს. მეტიც, კურსკის ოლქში უკრაინელები უკვე ასეულობით დასახლებას აკონტროლებენ.  

მსგავსი სიახლეები