სარკინიგზო კატასტროფა ჩეხეთში - დაღუპულია 3 ადამიანი

04.08.21 20:21
სარკინიგზო კატასტროფა ჩეხეთში - დაღუპულია 3 ადამიანი

ჩეხეთში 2 მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა. სარკინიგზო კატასტროფის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა - 2 მემანქანე და 1  მგზავრი. 

ოფიციალური  ცნობით, ერთმანეთს ადგილობრივი სამგზავრო და საერთაშორისო ჩქაროსნული მატარებელი შეეჯახა.ავარია დაახლოებით დილის 08:00 საათზე ქალაქ მილავცეში მოხდა. დაშავებულია 30-მდე ადამიანი, მათგან რვა მძიმედ.  დაშავებულები შემთხვევის ადგილიდან  საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს.

ჩეხეთის ტრასპორტის მინისტრის, კარელ ჰავლიჩეკის განცხადებით, საგზაო წესები ჩქაროსნული მატარებლის  მემანქანემ დაარღვია და  STOP ნიშანზე არ გაჩერდა.