უკრაინამ იერიში რადიოკავშირის ცენტრზე, მოსკოვის აეროპორტსა და როსტოვის საჰაერო ბაზაზე მიიტანა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის ცნობით, 21 აგვისტოს ღამით უკრაინელებმა რუსეთის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა განახორციელეს.
როგორც ბუდანოვმა The War Zone-ს განუცხადა, უკრაინული დრონების სამიზნეები რადიოკავშირის ცენტრი, მოსკოვის "ოსტაფიევოს" აეროპორტი და როსტოვში მდებარე მილერის საჰაერო ბაზა იყო.
ცნობისთვის, რუსეთის კურსკისა და ბელგოროდის ოლქებზე უკრაინა 6 აგვისტოდან შეტევას ახორციელებს. მეტიც, კურსკის ოლქში უკრაინელები უკვე ასეულობით დასახლებას აკონტროლებენ.