სროლა ბოსნია-ჰერცოგოვინას ერთ-ერთ სკოლაში - მოკლულია 3 ადამიანი

22.08.24 10:32
სროლა ბოსნია-ჰერცოგოვინას ერთ-ერთ სკოლაში - მოკლულია 3 ადამიანი

უბედური შემთხვევა ბოსნია-ჰერცოგოვინაში. სკოლაში სროლის შედეგად სამი ადამიანია მოკლული. სასწავლო დაწესებულებაში დასაქმებულ ადამიანებს, ცეცხლი კოლეგამ გაუხსნა. 

მოკლულია სკოლის დირექტორი, მისი მდივანი და ერთი პედაგოგიც.  თვითმკვლელობა სცადა თავდამსხმელმაც, თუმცა მისი დაკავება პოლიციამ შეძლო. ის ახლა კლინიკაში გადის მკურნალობას. ამოღებულია სამხედრო თოფიც, სასტიკი ანგარიშსწორების მთავარი იარაღი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი სკოლაში დამლაგებლადდდ მუშაობდა და მას პოსტ-ტრამვული, სტრესული აშლილობა ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები