ჯო ბაიდენსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა - რაზე ისაუბრეს მხარეებმა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
მხარეებმა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ კაიროში დაგეგმილი მოლაპარაკებები განიხილეს.
პრეზიდენტი ბაიდენი დღეს ესაუბრა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს. პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა განიხილეს აშშ-ის აქტიური და მიმდინარე ძალისხმევა, მხარი დაუჭიროს ისრაელის თავდაცვას ირანის ყველა საფრთხისგან, მისი მარიონეტული ტერორისტული ჯგუფების „ჰამასის“, „ჰეზბოლას“ და „ჰუსიტების“ ჩათვლით. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების დასრულების აუცილებლობას და განიხილა მომავალი მოლაპარაკებები კაიროში, რომლის მიზანი დარჩენილი დაბრკოლებების აღმოფხვრაა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.