უკრაინის თავდაცვის ძალებმა კურსკის ოლქში კიდევ ერთი დასახლება აიღეს - ზელენსკი

22.08.24 14:11
უკრაინის თავდაცვის ძალებმა კურსკის ოლქში კიდევ ერთი დასახლება აიღეს - ზელენსკი

უკრაინის თავდაცვის ძალებმა კურსკის ოლქში კიდევ ერთი დასახლება აიღეს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს

ზელენსკიმ სუმის ოლქის სასაზღვრო რაიონები მოინახულა და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკისთან და სუმის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა.

კომიტეტის ხელმძღვანელმა მომახსენა ოპერატიული ვითარება აქტიური ოპერაციების ყველა რაიონში და, კერძოდ, ფრონტის ურთულეს რაიონებში. მან ისაუბრა ტორეცკისა და პოკროვსკის მიმართულებით თავდაცვის გაძლიერების შესახებ გარკვეულ რაიონებში. კურსკის ოლქში უკრაინის კონტროლის ქვეშ არის კიდევ ერთი დასახლება და ჩვენ უნდა შევავსოთ გაცვლითი ფონდი“, - ნათქვამია ზელენსკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ცნობისთვის, რუსეთის კურსკისა და ბელგოროდის ოლქებზე უკრაინა 6 აგვისტოდან შეტევას ახორციელებს. მეტიც, კურსკის ოლქში უკრაინელები უკვე ასეულობით დასახლებას აკონტროლებენ.