ФСБ-მ საზღვრის "უკანონო გადაკვეთისთვის" CNN-ის რეპორტიორისა და 2 უკრაინელი ჟურნალისტის წინააღმდეგ საქმე აღძრა

22.08.24 14:20
ФСБ-მ საზღვრის "უკანონო გადაკვეთისთვის" CNN-ის რეპორტიორისა და 2 უკრაინელი ჟურნალისტის წინააღმდეგ საქმე აღძრა

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა საზღვრის "უკანონო გადაკვეთისთვის" CNN-ის რეპორტიორის ნიკ პეიტონ უოლშისა და ორი უკრაინელი ჟურნალისტის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

რუსული მედიის ცნობით, ФСБ რეპორტიორების შეყვანას საერთაშორისო ძებნილთა სიაშიც გეგმავს.

ცნობისთვის, ჟურნალისტები კურსკის ოლქის ქალაქ სუჯაში იმყოფებოდნენ და ქალაქში არსებული ვითარების შესახებ რეპორტაჟი გადაიღეს.